იკერება საქართველოში · ხარისხის კონტროლი ყველა ეტაპზე EN 599 99 11 77

სასტუმროს თეთრეულის სტანდარტები

სასტუმროს თეთრეული სახლის თეთრეულისგან არა იერით, არამედ მოთხოვნებით განსხვავდება: 200-ჯერ წელიწადში რეცხვა, ერთნაირი იერი ყველა ნომერში და სტუმრის მოლოდინი.

სასტუმროს თეთრეულის სტანდარტები

ქსოვილი და სიმკვრივე კლასის მიხედვით

  • 2–3 ვარსკვლავი, გესტჰაუსები, ჰოსტელები — 100% ბამბა (რანფორსი) 57–145TC: ეკონომიური, გამძლე, 60°C-ზე რეცხვადი.
  • 3–4 ვარსკვლავი — სატინი 213–300TC, ზოლიანი ან სადა; ან პერკალი 300TC.
  • 4–5 ვარსკვლავი და ბუტიკ-სასტუმროები — სატინი ან პერკალი 300–400TC, ხშირად ლოგოს ნაქარგით.
  • ყველა კლასისთვის — 100% ბამბა, პოლიესტერის ნარევი სტუმარს ხურს.

ფერი

ინდუსტრიის სტანდარტი თეთრია: სისუფთავე თვალსაჩინოა, ყველა კომპლექტი ერთად ირეცხება მაღალ ტემპერატურაზე, დაზიანებული ელემენტი ნებისმიერი პარტიიდან იცვლება. ზოლიანი თეთრი სატინი (0,5/1/2 სმ) — „სასტუმროს" კლასიკური იერი. თეთრი სასტუმროს თეთრეული.

მარაგი და ციკლი

წესი — სამი კომპლექტი თითო საწოლზე (საწოლზე, სამრეცხაოში, თაროზე); სეზონურ ობიექტებზე მეტი. თეთრეული ინდუსტრიულ რეცხვას 150–250-ჯერ უნდა გაუძლოს — ეს ქსოვილის, ძაფისა და ნაკერის მოთხოვნაა. რამდენი კომპლექტი სჭირდება სასტუმროს.

ზომები და დოკუმენტები

სასტუმროს საწოლები ხშირად არასტანდარტულია — თეთრეული ლეიბის ზუსტ ზომაზე უნდა იკერებოდეს. პროდუქციას სერტიფიკატები უნდა ახლდეს, ფასი — დღგ-ის ჩათვლით. ჩვენი შეთავაზება: სასტუმროს თეთრეული საბითუმოდ.

კითხვები

ხშირად დასმული კითხვები

რა TC-ა სასტუმროს თეთრეულის სტანდარტი?

3–4 ვარსკვლავისთვის 200–300TC სატინი/პერკალი; ეკონომ-კლასისთვის 57–145TC ბამბა.

რატომ არის სასტუმროს თეთრეული თეთრი?

სისუფთავის თვალსაჩინოება, ერთად რეცხვა მაღალ ტემპერატურაზე და ჩანაცვლების სიმარტივე.

რამდენი კომპლექტი თითო საწოლზე?

სამი; სეზონურ კურორტებზე — მეტი.

იპოვეთ თქვენი თეთრეული

ბამბისა და სატინის კომპლექტები 89 ₾-დან — აირჩიეთ ზომა და ფერი რეალური ფოტოებიდან.