რამდენი კომპლექტი თეთრეული სჭირდება სასტუმროს
ნაკლები მარაგი — სასწრაფო რეცხვა და ცვეთა; ზედმეტი — გაყინული ფული. აი, როგორ გამოვთვალოთ სწორად.
საბაზისო წესი: 3 კომპლექტი საწოლზე
ერთი კომპლექტი საწოლზეა, ერთი სამრეცხაოში, ერთი თაროზე — ასე ყოველდღიური ცვლა შეფერხების გარეშე მიდის და თეთრეული ბუნებრივად „ისვენებს", რაც სიცოცხლეს უხანგრძლივებს. 20 ორსაწოლიანი ნომრისთვის ეს 60 კომპლექტია; ბალიშის პირები — ხშირად დამატებით 20–30%, რადგან სწრაფად ცვდება.
როდის მეტი
- სამრეცხაო გარეთაა (აუთსორსი) და 2–3 დღე სჭირდება — 4 კომპლექტი.
- სეზონური კურორტი 100% დატვირთვით — 4 კომპლექტი, პირსახოცებზე 4–5.
- სპა, აუზი, სანაპირო — პირსახოცების ცალკე მარაგი.
- ყოველწლიური ჩანაცვლება — მარაგის ~20–25%, ცვეთის მიხედვით.
პირსახოცები
სტანდარტული კომპლექტი სტუმარზე: აბაზანის 90 × 150 ან ტანის 70 × 140, ხელ-პირის 50 × 90 და ფეხსაგები 50 × 70 — ასევე სამმაგი მარაგით. სასტუმროს პირსახოცები.
დაგვეხმარეთ გაანგარიშებაში
მოგვწერეთ ნომრების რაოდენობა, საწოლების ტიპი და სამრეცხაოს ციკლი — შეთავაზებაში მარაგსაც გამოვთვლით და ფასსაც დღგ-ის ჩათვლით. მოთხოვნის ფორმა ან 599 99 11 77.
ხშირად დასმული კითხვები
რამდენი კომპლექტი 10 ნომრისთვის?
მინიმუმ 30 (3 საწოლზე); ორსაწოლიანი ნომრებისთვის — ორსაწოლიანი ან საოჯახო კომპლექტი თითო საწოლზე.
რამდენ ხანს ძლებს სასტუმროს თეთრეული?
ხარისხიანი 100% ბამბა — 150–250 ინდუსტრიულ რეცხვას, ანუ 1–2 წელს ყოველდღიური ციკლით.
პირსახოცებზეც 3 კომპლექტი?
დიახ, მინიმუმ; სპა-სა და აუზზე — 4–5.
იპოვეთ თქვენი თეთრეული
ბამბისა და სატინის კომპლექტები 89 ₾-დან — აირჩიეთ ზომა და ფერი რეალური ფოტოებიდან.