იკერება საქართველოში · ხარისხის კონტროლი ყველა ეტაპზე EN 599 99 11 77

თეთრეულის ზომები — როგორ შევარჩიოთ

სწორად შერჩეული ზომა ნიშნავს, რომ ზეწარი ლეიბს კარგად ფარავს, საბანი საბნის პირში არ „დაცურავს" და ბალიში ბალიშის პირში თავისუფლად ჯდება. ქვემოთ — ჩვენი კომპლექტების ზომები და შერჩევის რჩევები.

ზომების ცხრილი

ზომა კომპლექტში შედის ბამბის თეთრეული სატინის თეთრეული
ერთსაწოლიანი კომპლექტი ზეწარი 160 × 220 სმ — 1 ც
საბნის პირი 160 × 220 სმ — 1 ც
ბალიშის პირი 50 × 70 სმ — 1 ც
89 ₾ 139 ₾
ორსაწოლიანი კომპლექტი ზეწარი 230 × 240 სმ — 1 ც
საბნის პირი 200 × 220 სმ — 1 ც
ბალიშის პირი 50 × 70 სმ — 2 ც
119 ₾ 189 ₾
საოჯახო კომპლექტი ზეწარი 230 × 240 სმ — 1 ც
საბნის პირი 160 × 220 სმ — 2 ც
ბალიშის პირი 50 × 70 სმ — 2 ც
139 ₾ 239 ₾

როგორ შევარჩიოთ ზომა

  • საბნის პირი: გაზომეთ საბანი — საბნის პირი მისი ზომის ტოლი ან ოდნავ დიდი უნდა იყოს.
  • ზეწარი: გაზომეთ ლეიბის სიგანე, სიგრძე და სიმაღლე — ზეწარს ყველა მხარეს ლეიბის ქვეშ ჩასაკეცი მარაგი უნდა ჰქონდეს.
  • ბალიშის პირი: ჩვენს კომპლექტებში ბალიშის პირი 50 × 70 სმ-ია — ყველაზე გავრცელებული ზომა.
  • ერთი საბანი ორზე — ორსაწოლიანი კომპლექტი; ორი ცალკე საბანი — საოჯახო კომპლექტი.

ევრო ზომა

ევრო ზომად ჩვეულებრივ ორსაწოლიან კომპლექტს მოიხსენიებენ, რომლის საბნის პირი 200 × 220 სმ-ია — ასეთია ჩვენი ორსაწოლიანი თეთრეული.

არასტანდარტული ზომა

თუ საწოლი, ლეიბი ან საბანი სტანდარტულისგან განსხვავდება, კომპლექტს თქვენს ზომებზე შეგიკერავთ. დაგვირეკეთ: 599 99 11 77.

კითხვები

ხშირად დასმული კითხვები

რა ზომისაა ორსაწოლიანი საბნის პირი?

ჩვენს ორსაწოლიან (ევრო) კომპლექტში: ზეწარი 230 × 240 სმ (1 ც), საბნის პირი 200 × 220 სმ (1 ც), ბალიშის პირი 50 × 70 სმ (2 ც).

რა ზომისაა ერთსაწოლიანი თეთრეული?

ზეწარი 160 × 220 სმ (1 ც), საბნის პირი 160 × 220 სმ (1 ც), ბალიშის პირი 50 × 70 სმ (1 ც).

რა ზომისაა ბალიშის პირი?

ჩვენს კომპლექტებში — 50 × 70 სმ.

იპოვეთ თქვენი თეთრეული

ბამბისა და სატინის კომპლექტები 89 ₾-დან — აირჩიეთ ზომა და ფერი რეალური ფოტოებიდან.